მთავარი » წიგნები » ლელა კურტანიძე – მელატონინი

ლელა კურტანიძე – მელატონინი

ავტორი: ლელა კურტანიძე

14,95 

სამედიცინო განმარტებით, მელატონინი ჰორმონია, რომელიც ჩვენს ძილს განაპირობებს. ის მხოლოდ სიბნელეში გამოიყოფა. მკვეთრი სინათლე მის წარმოქმნას ხელს უშლის.

ეს მოცემულობა მკაფიო მეტაფორაა ლელა კურტანიძის პოეტური კრებულისათვის. მასში თავმოყრილი ლექსები უკიდურესი სინათლისა და სიბნელის ზღვარზე მყოფი ცნობიერების მძლავრ ნაკადს ქმნიან, მხატვრული ნარაციის ვნებით და ენერგიით დამუხტულს. ამ პოეტურ ნარატივში მკითხველის უფლებაც გათვალისწინებულია – მას შეუძლია ზუსტად ისე ეტკინოს, როგორც ავტორს, რადგან მთავარი წარმოდგენა სწორედ ტკივილის შემდეგ იწყება.

„მელატონინში“, როგორც საბედისწერო კარნავალში, მთავარი ხმა ქალს ეკუთვნის. ის გაისმის სცენაზეც და მის მიღმაც, ის ხან ბასრია და დაუნდობელი, ხან ფაქიზი და მიმზიდველი. ის, შესაძლოა სიყვარულისგანაც იყოს დაცლილი, მაგრამ ზუსტად ემთხვევა ხედვას – ეს ხმა იმას გამოხატავს, რასაც თვალები ხედავენ. თვალები კი, „რომლებიც მართლა ხედავენ, ნეტარია“.

▼ Show more

კატეგორია: ქართული პოეზია

ISBN: 9789941314315

ჟანრი

გამოცემის წელი

2022

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი