მთავარი » წიგნები » გაბრიელ გარსია მარკესი -სიყვარულსა და სხვა დემონებზე

გაბრიელ გარსია მარკესი -სიყვარულსა და სხვა დემონებზე

ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი

27,95 

„გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედებას ორი მთავარი სამკაული აქვს – სიყვარული და სიკვდილი. მისი პროზა ამათ გარეშეც პოეტურია, მაგრამ როცა თხრობა სიყვარულსა და გარდაცვალებას შეეხება ხოლმე, თითქოს სტრიქონებს შორის მეტი ჟანგბადი შემოდის, ტექსტი უფრო ჰაეროვანი ხდება. ხანდახან კი სულაც ისე ამჩატდება, ავტორს წონასწორობის დაცვა უწევს, რომ მაღალი ლიტერატურიდან ფეხი ბულვარულ საკითხავში არ ჩაუცდეს. სწორედ აქ ვერ მალავს თავს გარსია მარკესის ოსტატობა – იდეალურ ბალანსში.

„სიყვარულსა და სხვა დემონებზე“ პირველად 1994 წელს გამოიცა. მაშინ, როცა კოლუმბიის მთავარ ავტორს სახელიც ჰქონდა და დიდებაც. არც მკითხველის სიყვარული აკლდა, არც კრიტიკოსის ქება და უკვე ათწლეულზე მეტი გასულიყო ნობელის პრემიის მიღებიდან. სწორედ ამ ლიტერატურული უდარდელობის დროს მას გონების ფსკერზე მიძინებული ამბავი ამოუტივტივდა, რომელსაც ბებიამისი ბავშვობაში ხშირად უყვებოდა ხოლმე.

ეს ამბავი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის კარტახენაში გადაგისვრით და მცირე რომანისთვის უჩვეულოდ ვრცელ სამყაროს გადაგიშლით თვალწინ, სადაც დიდი უსიყვარულობაცაა და მოულოდნელად მოვარდნილი დიდი სიყვარულიც.

იმათ რიცხვში არა ვარ, ვისაც უბრალო დამთხვევებისა არ სჯერა, მაგრამ ხანდახან გამორჩეულად აღმაფრთოვანებს ხოლმე ასეთი დამთხვევები: რამდენიმე წლის წინ მეხიკოში მიუსაფარმა ძაღლმა გამომდო კბილი. იმავე დღეს ბედმა გაბრიელ გარსია მარკესის სახლის კართან მიმიყვანა (სადაც მან სამ ათწლეულზე მეტი იცხოვრა), სადაც პირველი სწორედ „სიყვარულსა და სხვა დემონებზე“ გამახსენდა.

და თუ რატომ, ამას თავადვე მიხვდებით.“ – დათო გორგილაძე

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941318375

ჟანრი

გამოცემის წელი

2025

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

ესპანური

მთარგმნელი