მთავარი » წიგნები » ზაურ კალანდია – ძეგლი ყველასათვის

ზაურ კალანდია – ძეგლი ყველასათვის

ავტორი: ზაურ კალანდია

13,95 

ზაურ კალანდიას რომანი „ძეგლი ყველასათვის“ საქართველოს უახლესი, ტრაგიკული წარსულის დღეებს აცოცხლებს – ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, სამოქალაქო და აფხაზეთის ომამდე.

რომანის მთავარი გმირი – ჭიჭე – თავისი პოსტმოდერნული შინაარსით, გამომუშავებული რეფლექსიით, ცინიზმით, თავის ამბავს მეტა ტექსტებით ყვება. ეს მეტატექსტები თვითგანკითხვაცაა და თვითგააზრებაც, ანუ ის, რაც ყველაზე მეტად აკლია ჩვენს საზოგადოებას – ამ მრავალწლიან დრამატულ და ტრაგიკულ დინამიკაში.

ექსპრესიით, დაძაბული მუხტით გადმოცემული გმირის შინაგანი მონოლოგი, წარსულის ვეებერთელა რეტროსპექტივაში, ყველაზე მკაფიოდ, მაინც ერთ აქცენტს გამოკვეთს – ძეგლი, რომელსაც ვაგებდით და ვამსხვრევდით, ჩვენივე თავში აქვავებს ადამიანობის ყველაზე ფაქიზ ნიუანსებს, ისე, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ყველა ოდინდელი კერპის ბედისწერა თავადაც გავიზიაროთ…

ამას კი, პიროვნული ტრაგედია ჰქვია.

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941470776

ჟანრი

გამოცემის წელი

2018

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი