მთავარი » წიგნები » ჯაბა ზარქუა – ვაჟა ფშაველას პირველი ჩიხი

ჯაბა ზარქუა – ვაჟა ფშაველას პირველი ჩიხი

ავტორი: ჯაბა ზარქუა

12,95 

რა ხდება „ვაჟა-ფშაველას პირველ ჩიხში“? ალბათ, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ყველაფერი, რაც პანდემიურ ნიუსებს მიღმაა დარჩენილი და რაც ბევრად საინტერესოა, ვიდრე მშრალი სტატისტიკა დაავადების გავრცელების, სიმპტომებისა და თუნდაც ლეტალობის შესახებ.

ვაჟა-ფშაველას პირველ ჩიხში მდებარე ერთი ჩვეულებრივი რვასართულიანი ხრუშჩოვკა ბედის მუხანათობით სრულიად უნიკალურ ექსპოზიციაში აღმოჩნდება და მთელი ქვეყნის ყურადღება მისკენ იქნება მიპყრობილი – ქვეყანაში პირველი შენობა-კარანტინი, რომელიც იზოლირებულია გარემოსგან. სიკვდილის წინაშე დარჩენილი წყვილი, რომელსაც წყვილიც ნაკლებად ეთქმოდა, რადგან რიგითი ეგზისტენციური პრობლემებით შეხვედროდნენ ამ ვითარებას და ის-ის იყო უკანმოუხედავად უნდა დაშლილიყვნენ, როგორც არაერთი რიგითი თბილისური წყვილი დაშლილა აქამდე და მომავალშიც დაიშლება, იწყებს პარანოიის მყიფე ზღვარზე მოძრაობას და თავიდან ბოლომდე ეშვება მძაფრ თავგადასავალში, რომელიც უჩვეულო და მოულოდნელად გარდაქმნილმა გარემომ განაპირობა. კორონა-კრიზისი მათ პირად კრიზისს ორგანულად ერწყმის და სრულიად მოულოდნელი მიმართულებით წარმართავს.

წიგნი გახლავთ ერთგვარი გზამკვლევი თბილისურ ხრუშჩოვკებში გამოკეტილი თბილისური ახალგაზრდობის ეგზისტენციური თავგადასავლის შესახებ, სადაც შეხვდებით ყველაფერს, რაც ამ ადამიანებისთვის ძალიან ავთენტურია – დაწყებული კეტამინითა და ტექნოთი, დამთავრებული ქვეყნის პირველი პირით.

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941312038

ჟანრი

გამოცემის წელი

2020

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი