მთავარი » წიგნები » ცოტნე ჩიქოვანი – აჰორნალეეს 3

ცოტნე ჩიქოვანი – აჰორნალეეს 3

ავტორი: ცოტნე ჩიქოვანი

12,95 

„ცოტნე ჩიქოვანი დაიბადა თბილისში 1967 წელს. არის პროზაიკოსი, არაერთი გამოცემის ავტორი, მუშაობს ძირითადად ნოველის ჟანრში. იგი ლიტერატურული პრემია საბას ორგზის ნომინანტია. „აჰორნალეეს 3“ მისი პირველი, სადებიუტო რომანია.

ცოტნე ჩიქოვანის რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი თავად დროა, რომელიც ისე ულმობლად, სწრაფად გაიქცა, რომ ავტორთან ერთად თითქოსდა სხვა პლანეტაზე, პარალელურ სამყაროში, აღმოვჩნდით. ნამდვილი მთავარი გმირი კი საკუთარ წარსულს იკვლევს: მიზნები, ოცნებები, შეცდომები, სურვილები ერთ სიბრტყეში ლაგდება. წარსული, აწმყო და მომავალი – ერთ წამში, ერთ ზმანებაში ექცევა.

ეს არის სიურრეალისტური თავგადასავალი, სიზმრად ნანახი ცხადი, ხანდახან რომ სინამდვილეზე მეტად დამაჯერებელია, ამბავი რომელიც ოდესღაც დაიწყო, ჯერ არ დასრულებულა და მკითხველს ელოდება.“ – გაგა ნახუცრიშვილი

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941318207

ჟანრი

გამოცემის წელი

2025

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი