ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ძვირფასო იჯავლე ანუ ფემინისტური მანიფესტი 15 რჩევად
ავტორი: ჩიმამანდა ნგოზი
34,95 ₾
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩიმ, თანამედროვე ნიგერიელმა ქალმა მწერალმა, თავისი „ფემინისტური მანიფესტით 15 რჩევად“ ის ფასეულობები ჩამოაყალიბა, რომლებსაც თვითმყოფადი და თანასწორობის მოყვარე პიროვნების აღზრდა უნდა დაეყრდნოს.
ტექსტი ახლობელი ადამიანისთვის განკუთვნილი წერილის ფორმითა და ენითაა შექმნილი და, გარდა იმისა, რომ ეს სათქმელს მკითხველთან აახლოებს და მას თითქოს მართლაც მეგობრის რჩევებად გადმოგვცემს, თითოეული საკითხი მეთოდურად, თანმიმდევრულადაა განხილული და, იმავე დროს, ავტორის ცხოვრებიდან მაგალითებიც ახლავს.
წიგნის ეს ფორმალური უნივერსალიზმი კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მის უნივერსალურ შინაარსს თანხვდება, რადგანაც მანიფესტში გამოთქმული თითქმის ყოველი რჩევა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც გოგოების, ისე ბიჭების აღსაზრდელად.
ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა
თაკო ბაქრაძის ილუსტრაციებით
კატეგორია: კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
ISBN: 9789941317545
ჟანრი | |
---|---|
გამოცემის წელი |
2024 |
ენა | |
გვერდები | |
ფორმატი | |
ყდა | |
ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
საიდან ითარგმნა |
ინგლისური |
მთარგმნელი |