ფედერიკო გარსია ლორკა – ბოშური რომანსერო
ავტორი: ფედერიკო გარსია
12,95 ₾
დავით წერედიანის თარგმანი
რომანსი ესპანურენოვან ტრადიციაში ბალადური წყობის ხალხურ ან ხალხურთან მიახლოებულ ლექსს აღნიშნავს, ხოლო ბოშურობა არსებითად პოეტური პირობითობაა, ლექსების შემკვრელი და ერთ წიგნად გამაერთიანებელი. ამ ლექსთა ბოშები ესპანელებისგან არაფრით განირჩევიან, არც სახელებითა და გვარებით, არც ქცევებითა თუ ცხოვრების ნირით.
თვითონ პოეტის სიტყვით, კრებულის მთავარი პერსონაჟი ანდალუზიური ნაღველია. რა არის ანდალუზიური ნაღვლის სპეციფიკა, ძნელი მისახვედრია, მით უფრო უცხოელისთვის, მაგრამ მთელი წიგნი უჩვეულოდ გადამდები ნაღვლით რომ არის განმსჭვალული, ეს ცხადზე უცხადესია.
ლორკას, რა თქმა უნდა, აქვს არაერთი სხვა შედევრიც, მაგრამ ასეთი შთამბეჭდაობისთვის აღარასოდეს მიუღწევია, და მისი სახელი, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უპირველესი ლირიკოსისა, არსებითად ამ პატარა კრებულს ემყარება.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941310553
ჟანრი | |
---|---|
გამოცემის წელი |
2019 |
ენა | |
გვერდები | |
ფორმატი | |
ყდა | |
ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
საიდან ითარგმნა |
ესპანური |
მთარგმნელი |