უილიამ ფოლკნერი – გარდავედ, მოსე
ავტორი: უილიამ ფოლკნერი
22,95 ₾
ავტორი რომანში შინაგან მონოლოგსაც მიმართავს და ცნობიერების ნაკადსაც, წინადადების სტრუქტურასაც არღვევს და პუნქტუაციასაც უგულებელყოფს, თუმცა კი მასში იუმორიც უხვადაა და სატირაც, უაღრესად დრამატულსა და ტრაგიკულ პასაჟებთან ერთად.
რომანში ადამიანისთვის უმთავრესი საკითხების ფონზეა თხრობა გაშლილი: ადამიანი, მიწა, ბუნება, ღმერთი. წიგნის სტრუქტურაა მაკქასლინების ოჯახის გენეალოგია, ყველაზე ჩახლართული საოჯახო ხე იოკნაპატოფას ოლქში.
რომანის უმთავრესი ნაწილი, ნოველა „დათვი“, ყველაზე ადრე ითარგმნა და გამოიცა. მაგრამ მას აკლდა უმთავრესი ნაწილი, მეოთხე თავი, ურომლისოდაც ის მხოლოდ სანადირო მოთხრობად დარჩებოდა. „დათვის“ მეოთხე თავი არა მხოლოდ ამ ნოველის, არამედ მთელი რომანის გასაღებია, ამიტომაც ხელახლა ითარგმნა, რომ სტილისტური მთლიანობა არ დარღვეულიყო.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941310232
ჟანრი | |
---|---|
სერია | |
გამოცემის წელი |
2019 |
ენა | |
გვერდები | |
ფორმატი | |
ყდა | |
ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
საიდან ითარგმნა |
ინგლისური |
მთარგმნელი |