მთავარი » წიგნები » ტარიელ ჭანტურია – ორი საბანი

ტარიელ ჭანტურია – ორი საბანი

ავტორი: ტარიელ ჭანტურია

24,95 

„უკვე 60 წელზე მეტია, ტარიელ ჭანტურიას თანამედროვე პოეტად მოვიხსენიებთ. წერს და იბეჭდება. კითხულობს და ვუსმენთ.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოეტის თანამედროვეობა მხოლოდ მის ფიზიკურ სივრცეში არსებობას განსაზღვრავს, ხმა კი უცხოა მკითხველისთვის, გაუგებარი, ან უკვე ბევრჯერ გაგონილი და კარგად დავიწყებული ძველი. ტარიელ ჭანტურიაზე, ალბათ, უფრო, ახალგაზრდა პოეტი ითქმის – მუდმივად ახალგაზრდა.
ეს წიგნი კალეიდოსკოპია, რჩეული ფერების, ზომის და ფორმის მინის ნამსხვრევებით. თითოეული გვერდის გადაშლა კალეიდოსკოპის დატრიალებას ემსგავსება – განწყობების ცვლა იუმორიდან სევდაში, გროტესკიდან სენტიმენტში, პარადოქსიდან აქსიომაში, რიტმიდან დისონანსში…
თანამედროვეობა ექსპერიმენტებს მოითხოვს, ახალი გამოცდილებების ძიებას და ყველამ ვიცით, ეს მისი საყვარელი საქმეა, თუმცა, იმასაც მივხვდით, რომ მას ამ თამაშისთვის წესები აქვს. წესებმა კი სტილი განსაზღვრა, რომელიც მხოლოდ მისია, მისი სახელი ერქმევა, რამდენჯერაც არ უნდა გადათამაშდეს, ვინც არ უნდა აირეკლოს…
ავტორისთვის, ალბათ, შვილებივითაა ლექსები, გამორჩევა რომ არ შეგიძლია. ჩვენ მკითხველის პასუხისმგებლობით შევადგინეთ რჩეული, თუმცა, მთავარი – წრედი შეკრულია: სიცოცხლის შუქი, სევდის სიყვარული, მართალი ხმა და სიტყვის მუსიკა.“ – თუთა ჯგუშია

▼ Show more

კატეგორია: ქართული პოეზია

ISBN: 9789941317507

ჟანრი

გამოცემის წელი

2024

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი