მთავარი » წიგნები » როდოლფო ჰესლერი – თბილისური დღიური

როდოლფო ჰესლერი – თბილისური დღიური

ავტორი: როდოლფო ჰესლერი

17,95 

როდოლფო ჰესლერი საქართველოში ქართველი პოეტების ესპანურ ენაზე სათარგმნელად ჩამოვიდა და თბილისში, მაჩაბლის 13 ნომერში, მწერალთა სახლში ცხოვრობდა.

ჰესლერი თბილისს საინტერესო კუთხით წარმოგვიდგენს. მის მიერ აღწერილი შენობების დეტალები, ხმები, გემოები, ავტორები, სახელები, ჭიშკრები, რომლებიც აუცილებლობის საფარქვეშ სხვადასხვაგვარ ბრწყინვალებას ინახავენ, ერთი საერთო სურათის ფრაგმენტებია.

წიგნში არ არის არც ერთი ზედმეტი სიტყვა, რომ მთავარი სათქმელი გააფუჭოს. ავტორი თავს არ აწონებს ქალაქს და არც ამ ქალაქისკენ გიხმობს ხმამაღალი ძახილით. ამ წიგნში სიყვარულის ახსნისას არავინ ცდილობს, პირველი შეხვედრის უპირატესობა გამოიყენოს და თავისი საუკეთესო მხარით იკეკლუცოს. აქ ავტორი და ქალაქი ისეთები ხვდებიან ერთმანეთს, როგორებიც სინამდვილეში არიან.

▼ Show more

კატეგორია: კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა

ISBN: 9789941317859

ჟანრი

გამოცემის წელი

2024

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

მთარგმნელი