მთავარი » წიგნები » პოლიტიკა და დემოკრატია

პოლიტიკა და დემოკრატია

ავტორი: გილიერმო ო დონელი

ავტორი: ისაია ბერლინი

ავტორი: იურგენ ჰაბერმასი

ავტორი: კიმ დე ჯუნი

ავტორი: რობერტ კაგანი

ავტორი: სემუელ ჰანტინგტონი

ავტორი: ტიმოთი გარტონ ეში

ავტორი: ფარიდ ზაქარია

ავტორი: ფრენსის ფუკუიამა

ავტორი: ქეროლ პეიტმანი

ავტორი: ჯორჯ ფ. კენანი

14,90 

ამ წიგნში გაერთიანებული პუბლიკაციები თანამედროვე პოლიტიკური აზრისა და დებატების ძალიან მცირე, მაგრამ მეტად ფასეული და განუყოფელი ნაწილია. ჰაბერმასის, ჰანტინგტონის, ფუკუიამას, ბერლინის თუ სხვათა ნააზრევის გაცნობისა და მათი ნაშრომების წაკითხვის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე პოლიტიკურ დისკუსიაში ორიენტირება, გზის გაკვლევა. ამასთანავე, წიგნი მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, თავად გაეცნოს მსოფლიოს ამ წამყვან მოაზროვნეთა შეხედულებებს დემოკრატიზაციის, გლობალიზაციის, ფემინიზმის, პოლიტიკური განვითარების, პოლიტიკური სისტემების თუ ომისა და კონფლიქტის შესახებ. ამით, ცხადია, თავს აარიდებენ ხშირად დამახინჯებულ, ზოგჯერ კი ანტიდემოკრატიული პროპაგანდის მეშვეობით განზრახ მანიპულირებულ ინტერპრეტაციებს.

ჩვენს ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში საქართველო ვერ იქნება იზოლირებული და, ჩემი ღრმა რწმენით, არც უნდა ესწრაფოდეს ამას. სულაც პირიქით: ჩვენი განვითარება და გაძლიერება მხოლოდ მდიდარ მსოფლიო გამოცდილებას, მის მუდმივ გაზიარებასა და ქართულ გარემოსთან შესაბამის გააზრებას უნდა ეფუძნებოდეს. იგივე შეიძლება ითქვას პოლიტიკური განათლებისა და განვითარების შესახებ: იმისათვის, რომ დავძლიოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემები, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ შეძლეს ეს სხვებმა.

ეს წიგნი იმითაც არის შეუდარებლად ფასეული, რომ სტატიები ქართულად თარგმნეს ჩვენმა წამყვანმა პოლიტიკის მეცნიერ-სპეციალისტებმა. შედეგად, ხშირად რთული კონცეფციები თუ ტერმინოლოგია ნათლად, ადეკვატურად
და გასაგებად არის გადმოცემული ქართულ ენაზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მჯერა, „პოლიტიკისა და დემოკრატიის“ ეს ახალი გამოცემა ერთდროულად იქნება როგორც სასარგებლო, ისე კარგი საკითხავი. (ლევან ცუცქირიძე)

▼ Show more

კატეგორია: კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა

ISBN: 9789941312984

ჟანრი

გამოცემის წელი

2021

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

მთარგმნელი

,