მთავარი » წიგნები » პიტერ ჰანდკე – უსურვილო უბედურება

პიტერ ჰანდკე – უსურვილო უბედურება

ავტორი: პიტერ ჰანდკე

11,95 

პეტერ ჰანდკე – ავსტრიელი მწერალი, დაიბადა 1942 წლის 6 დეკემბერს გრიფენში. უკიდურესად შეჭირვებული ბავშვობა გაატარა იუგოსლავია-სლოვენიის საზღვართან ახლოს. სწავლობდა სამართალმცოდნეობას გრაცში. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია, მათ შორის: გერჰარტ ჰაუპტმანის პრემია (1967), შილერის პრემია (1973), გეორგ ბიუხნერის პრემია (1973), 2019 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.
„უსურვილო უბედურება“1972 წელს გამოიცა და მასში მწერლის დედის ცხოვრება და მისი ტრაგიკული აღსასრულია გადმოცემული.
მოთხრობის სათაური „უსურვილო უბედურება“ (“Wunschloses Unglück”) პერიფრაზია გერმანული გამოთქმისა „უსურვილო ბედნიერება“(Wunschloses Glück), რაც უმაღლეს ბედნიერებას ნიშნავს, ბედნიერებას, რომელიც აღარაფერს გვიტოვებს სანატრელს. შესაბამისად, „უსურვილო უბედურება“ უკიდურესი უბედურება იქნება, უბედურება, როცა სურვილის თავიც არ გაქვს.

ეს მოთხრობა ერთ-ერთი უადრესი გერმანულენოვანი პოსტმოდერნისტული თხზულებაა.
გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ბრეგაძემ

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941311789

ჟანრი

გამოცემის წელი

2020

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

გერმანული

მთარგმნელი