მთავარი » წიგნები » პიტერ ჰანდკე – მორავული ღამე

პიტერ ჰანდკე – მორავული ღამე

ავტორი: პიტერ ჰანდკე

21,95 

მწერალი, რომელსაც წერა მიუტოვებია და თავს გადამდგარ ავტორს უწოდებს, შვიდ მეგობარს – თავისი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის მოწმეებსა და მონაწილეებს ეპატიჟება ბალკანეთში, დუნაის ერთ-ერთ შენაკადზე, მდინარე მორავაზე ღუზაჩაშვებულ გემზე, რომელიც უკვე კარგა ხანია მის სახლად ქცეულა. მასპინძელთან ერთად უცნობი ქალის დახვედრით გაოცებული სტუმრები მთელი ღამის განმავლობაში ისმენენ ავტორის თხრობას ევროპის გარშემო მოგზაურობის შესახებ, რომელიც დაკარგული იდენტობის ძიებას უფრო ჰგავს, ვიდრე მოხეტიალე მგზავრის შთაბეჭდილებებს.

2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკე, ცნობილი თავისი წინააღმდეგობრივი პოზიციით ბალკანეთის მიმართ, სათაურშივე მიანიშნებს, თუ რა წარმოადგენს მისი ნაწარმოების მთავარ თემას, თუმცა, განსხვავებით სხვა ტექსტებისგან, 2008 წელს დაწერილ ამ ვრცელ, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულ მოთხრობას, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჰანდკეს უმაღლეს მწერლურ ოსტატობაში, შემრიგებლური ხასიათი უფრო აქვს, ვიდრე დაპირისპირების პოტენციალი.

გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941313882

ჟანრი

გამოცემის წელი

2022

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

გერმანული

მთარგმნელი