მთავარი » წიგნები » ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი

ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი

ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი

24,95 

1913 წლის სექტემბრის ერთ თბილ საღამოს ქვემო სილეზიის დაბა გიორბერსდორფში, სადაც იმ დროისათვის მთელ ევროპაში ცნობილი სანატორიუმი ფუნქციონირებს, ჩადის ლვოვის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი მეჩისლავ ვოინიჩი და თან დიდი საიდუმლო ჩააქვს.

ჭლექით დაავადებული ახალგაზრდა სწრაფი განკურნების იმედით მამაკაცთა პანსიონატში ჩერდება. ამავე სნეულებას ებრძვიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დანარჩენი სტუმრებიც, რომლებიც სამკურნალო პროცედურებისგან თავისუფალ დროს ადგილობრივი სასმლის, შვემერაის, წრუპვასა და ცხარე კამათში ატარებენ.

ევროპა პირველი მსოფლიო ომის ზღვარზეა, პაციენტები განსახილველი თემების ნაკლებობას არ უჩივიან, თუმცა ისე ხდება, რომ მთებში შეყუჟული პატარა გიორბერსდორფი მათ კიდევ ერთ სერიოზულ „თავშესაქცევს“ სთავაზობს: საიდუმლოებით მოცული საზარელ მკვლელობათა სერია, რომელიც მოსვენებას უკარგავს ადგილობრივ მოსახლეობას, მათთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ყმაწვილმა ვოინიჩმა კი, რომელიც უმთავრესად წარსულის მოგონებებითა და საკუთარი თავის ძიებითაა დაკავებული, ჯერ არ იცის, რომ ბნელმა ძალებმა ამჯერად სწორედ ის ამოიღეს მიზანში.

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941318153

ჟანრი

გამოცემის წელი

2025

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

პოლონური

მთარგმნელი