მთავარი » წიგნები » ოლგა ტოკარჩუკი – დაუდგომელნი

ოლგა ტოკარჩუკი – დაუდგომელნი

ავტორი: ოლგა ტოკარჩუკი

35,95 

რთულია, ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის, ამ წიგნს რომანი უწოდო. ეს, ალბათ, ნოველებისა და ესეების კოლაჟი უფროა, რომელშიც ავტორი ერთი და იმავე თემის – მოგზაურობის – გარშემო ტრიალებს, უამრავი ჭრილიდან თუ გადასახედიდან სიღრმისეულად განიხილავს მას, ფილოსოფიურად აანალიზებს და ისე აწვდის მკითხველს. ავტორთან და პერსონაჟებთან ერთად რომანში მკითხველიც თავისდაუნებურად ხდება მოძრაობის – დაუსრულებელი მარათონის – მონაწილე, დაუდგომელი, დროსა და სივრცეში მოხეტიალე. ის ხან თვითმფრინავით სერავს ცას, ხან გემითა თუ მატარებლით გადაადგილდება წყალსა და ხმელეთზე; ხან სლავური მართლმადიდებლური სექტის წევრს აედევნება და მასთან ერთად გაურბის „ბოროტს“, ხან ფრედერიკ შოპენის დასთან ერთან პარიზიდან ვარშავაში ეტლით მიჯაყჯაყებს და ყოვლად წარმოუდგენელი ხრიკებით ცდილობს გარდაცვლილი კომპოზიტორის გულის სამშობლოში ჩატანას; როცა მრავალფეროვანი გარესამყაროს თვალიერება მოსწყინდება, მაშინ ან საკუთარი ფესვების ძიებას იწყებს, ან მე-17 საუკუნის ფლამანდიელ ანატომთან ერთად თავისი ორგანიზმის შიგნით მოგზაურობს და აქაც სრულიად ახალ, ძალზე საინტერესო და აუთვისებელ ტერიტორიებს ეცნობა.

რას დაეძებდა აქილევსის მყესისა და ფანტომური ტკივილის ნათლია ფილიპ ვან ვერჰაიენი? რა არის კონტუიცია? რას ნიშნავს ΚΑΙΡΙΌΣ? იქნებ ტკივილი ვინმესთვის ღმერთია? ამ და სხვა მრავალ სხვა კითხვაზე პასუხს რომანში იპოვით,
თუკი მასში იმოგზაურებთ. ვფიქრობთ, ის საუკეთესო გზამკვლევია.

რომანისთვის „დაუდგომელნი“ 2008 წელს ავტორს გადაეცა ლიტერატურული პრემია „ნიკე“, ხოლო 2018 წელს – „ბუკერი“.

პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941317002

ჟანრი

გამოცემის წელი

2023

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

პოლონური

მთარგმნელი