მთავარი » წიგნები » ნინო ხარატიშვილი – ლომგულები

ნინო ხარატიშვილი – ლომგულები

ავტორი: ნინო ხარატიშვილი

29,95 

ცხრა წლის ანანდს ცილინდრი ახურავს, ჭერიდან სერპანტინები და ოქროსფერი ქაღალდი აცვივა, ლომი კი მის ბრძანებაზე ცეცხლმოკიდებულ საბურავში ხტება – ოღონდ, სინამდვილეში, პატარა ჯადოქარი დღენიადაგ შრომაშია – პლუშის სათამაშოებს კერავს ბანგლადეშის ერთ ფაბრიკაში. ცირკის ჯადოქრის ოცნება რომ აიხდინოს, ანანდს გეგმა სჭირდება. ამგვარად იწყებს მისი სათამაშო ლომი ფათერაკიან მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო. საბოლოოდ ლომი ყველა ბავშვს მოუტანს ბედნიერებას, რადგან ბავშვები ძლიერები და ლომგულები არიან.

„ლომგულები“ საინტერესოდ და გაბედულად ეჭიდება დიდ, გლობალურ თემებს, კრიტიკულად უდგება საზოგადოებრივ პრობლემებს და მომავლის პერსპექტივის შექმნის ბიძგს იძლევა. წიგნის თითოეული სცენა შეიცავს ცვლილების შანსს, მის თითოეულ ფიგურას აქვს განვითარების ძლიერი, ოპტიმისტური ნება“. – მიულჰაიმის საბავშვო პიესების კონკურსის ჟიური.

▼ Show more

კატეგორია: დრამატურგია

ISBN: 9789941318436

ჟანრი

გამოცემის წელი

2025

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

გერმანული

მთარგმნელი