მთავარი » წიგნები » ნინო თარხნიშვილი – სიცოცხლის დაზღვევა

ნინო თარხნიშვილი – სიცოცხლის დაზღვევა

ავტორი: ნინო თარხნიშვილი

19,95 

„სიცოცხლის დაზღვევა“ ნინო თარხნიშვილის მინიატიურებისა და ოდების კრებულია, მწვავე სოციალური თემებითა და რეალობის სისასტიკით, (თვით)ირონიითა და გულწრფელი, მძაფრი ემოციებით სავსე.

ადამიანები, ნივთები, რუტინა – ის ყველაფერი, რასაც ნინო თარხნიშვილი თავის მინიატიურებსა და ოდებში აღწერს, ერთი შეხედვით, ყოველდღიური, არაფრით გამორჩეული ამბებია. ასეთი ისტორიებს ყველა შეიძლება გადაეყაროს ცხოვრების გზაზე: პოეტიც და ბუღალტერიც, ჟურნალისტიც და დიასახლისიც. მაგრამ მთავარი ის არის, როგორ მოაქვს ავტორს ეს თითქოს არაფრით გამორჩეული ადამიანებისა და ნივთების ამბები მკითხველთან, როგორ ცოცხლდება მკითხველის გონებაში წითელურიკიანი მეყვავილისა თუ ვიტრინაში გამოკიდებული კაბის, პაკისტანელი ქვრივი ქალისა თუ წითელი ტახტის სურათები.

ის, რასაც ნინო თარხნიშვილი თავის პატარა მინიატიურებში ატევს, დიდი და მნიშვნელოვანი თემებია და ოსტატობაც ხომ სწორედ ესაა – სათქმელისთვის ზუსტი სიტყვების მოძებნა.

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941315749

ჟანრი

გამოცემის წელი

2023

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი