მთავარი » წიგნები » ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის

ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის

ავტორი: ნიკოს კაზანძაკისი

26,95 

ნიკოს კაზანძაკისი მსოფლიო მნიშვნელობის ბერძენი მწერალია. იგი რამდენიმე რომანის ავტორია, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“. მასში აისახა ბერძნულ-თურქული ომისა (1918-1922 წწ.) და თურქების მიერ ბერძნული მოსახლეობის მცირე აზიიდან გამოდევნის რეალიები. უფლის დროინდელი იუდეის ამბები თუ ბოლშევიზმზე მითითებები მჭიდროდაა გადაჯაჭვული რომანის სიუჟეტურ ქარგასთან.

ეს თხზულება ქართველი მკითხველისთვის იმითაცაა საინტერესო, რომ რომანის ერთ-ერთი გმირი, კაპიტანი ფურტუნასი, სიკვდილის წინ ბათუმსა და იქ გატარებულ დროს იხსენებს. ეს გასაკვირი არცაა, ნიკოს კაზანძაკისი ხომ ქართველ მწერლებთან, უპირველეს ყოვლისა კი, გრიგოლ რობაქიძესთან მეგობრობდა.

1956 წელს, რეჟისორმა ჟილ დასენმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი – „ის, ვინც უნდა მოკვდეს“, 1975-1976 წლებში კი გამოვიდა ბერძნულენოვანი სერიალი, სახელწოდებით „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“.

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941314360

ჟანრი

გამოცემის წელი

2022

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

ახალი ბერძნული

მთარგმნელი