მთავარი » წიგნები » ნატო ინგოროყვა – PORCELLANAE პოეზია

ნატო ინგოროყვა – PORCELLANAE პოეზია

ავტორი: ნატო ინგოროყვა

5,50 

პოეტური ალქიმიის შედეგია სიტყვა, რომელიც საგნისა და მოვლენის არსს პირვანდელ აზრს უბრუნებს – ნატო ინგოროყვას კრებულში ამ ალქიმიის საიდუმლო პროცესსაც დაესწრება მკითხველი და შედეგსაც „იწვნევს“. ეპისტოლური განწყობის ლექსებს ერთი საერთო ადრესატი ჰყავს, ვისთვის უზენაესი, ვისთვის სატრფო, ვისთვისაც – უბრალოდ მოყვასი, ვის გამოც „ფორმაცვალებადი სიტყვა ყოფნა“ სხვა მნიშვნელობას იძენს… ვისაც გულწრფელი ვნებით მიმართავს პოეტი: „დამრგე ლეღვის ხედ, და მის ტოტებში არბენინე რძე, რომელიც დააშრე ჩემში“…

სულის უღრმესი შრეებიდან ნაგრძნობი სამყარო; გამჭვირვალე, ამოტრიალებული მზერა; ტკივილის ზღვარზე მოტივტივე ყოფის ასახვა – ეს ყოველივე კრებულს ლიტურგიის ფარულ მელოდიას სძენს და სიტყვიდან სიტყვაში აცოცხლებს გვარიანად მივიწყებულ ადამიანურ განცდებს, სიყვარულის რელიგიით მსჭვალავს და აკანონებს ერთი შეხედვით შეუძლებელ მოვლენებს. პოეტი ამასაც განმარტავს: „და თუ პირველად იყო სიტყვა – მე ვწერ შენს სახელს“.

ეს სახელი ჰქვია ნატო ინგოროყვას პოეზიას.

▼ Show more

კატეგორია: ქართული პოეზია

ISBN: 9789941458774

ჟანრი

გამოცემის წელი

2015

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი