მთავარი » წიგნები » ნანა აბულაძე – აკუმი

ნანა აბულაძე – აკუმი

ავტორი: ნანა აბულაძე

13,95 

გიფიქრიათ ოდესმე, რა მოხდებოდა, ადამიანს სქესი საერთოდ რომ არ ჰქონდეს? ჰო, ჰო, ასე: თქვენს საახლობლოში იბადება ჩვილი და ის არც გოგოა და არც ბიჭი. გიფიქრიათ? აი, ნანა აბულაძის სადებიუტო რომანში, რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ, სწორედ ეს ხდება. ამ წიგნში ერთი ქართველი და ერთი უცხოელი მეცნიერი ამ ანომალიის კვლევითაა დაკავებული, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი იმ ცხრა მთავარი პერსონაჟის ამბებია, რომლებიც სქესთან, გენდერთან, სექსუალობასთან, აუსრულებელ (და ასრულებულ) სურვილებთან, სულიერ ძიებებთან და კიდევ მრავალ სხვა რამესთან (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან. როგორ უნდა მოჰყვე ამ ყველაფრის შესახებ? ერთი ტექსტით? ერთ ტექსტში კიდევ სხვა ტექსტების შემოყვანით? თუ ასეც და ისეც? „აკუმი“ სწორედ ამგვარი რომანია (და რაკი ამ ბოლო წინადადებიდან საერთოდ არ ირკვევა, მაინც – როგორი, ამიტომ, გეთაყვა, გადმოაბრუნეთ წიგნი და პირველ გვერდზე გადაშალეთ. ნუთუ ის მაინც არ გაინტერესებთ, სიტყვა „აკუმი“ რას ნიშნავს?!)

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941310966

ჟანრი

გამოცემის წელი

2020

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი