მთავარი » წიგნები » მანანა დაბახიშვილი – უფლის ჩიტები ჭილის ქუდიდან

მანანა დაბახიშვილი – უფლის ჩიტები ჭილის ქუდიდან

ავტორი: მანანა დაბახიშვილი

7,95 

მანანა დაბახიშვილის ლირიკული პოეზია კარგად ნაცნობი და მივიწყებული მელოდიის რემიქსს მოგაგონებთ, რომელსაც, ძველ ლაზათთან ერთად, განახლებული და აქამდე უცნობი ტონალობებიც ერთვის და მკითხველამდე/მსმენელამდე თვითმყოფადი ენერგიით აღწევს.

სამშობლოს წარსულის რომანტიზმი – მასზე წუხილი და სიხარული; სიყვარული, როგორც ყოფის საიდუმლოს ჭვრეტა; გარესამყაროს „მოპატიჟება“ შინაგან კოსმოსში, მისი ჩართვა ადამიანურ დიალოგში; ბუნების – ამ თავდაპირველი კარის შეღება ცხოვრების კარნავალში – ეს თემები პოეტის კამერტონებია, მათზეა აგებული ეს პოეზია, ეს მუსიკალური ლინგვისტური აკორდები.

რამდენიმე ლექსმა შესაძლოა აგამღეროთ კიდეც, ბევრი ისედაც დაგამახსოვრებთ თავს. პოეზიის საიდუმლოც ხომ ესაა – ისე განაცდევინოს მკითხველს თავი, როგორც მისივე საკუთარი სათქმელი. ამით მკითხველიც განიცდის ბედნიერებას და პოეზიაც რჩება მუდმივად ცოცხალი, ნაღდი და გულწრფელი.

ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან

▼ Show more

კატეგორია: ქართული პოეზია

ISBN: 9789941310164

ჟანრი

გამოცემის წელი

2022

ენა

გვერდები

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი