მთავარი » წიგნები » მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი

მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი

ავტორი: მაია ენჯელოუ

19,95 

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქში, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება.

ნაწარმოები მოგვითხრობს, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი და ადგილი ავტორმა, რომელიც ერთდროულად იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების სამ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა – იყო „შავკანიანი, ღარიბი და ქალი, თანაც ულამაზო ქალი“. უჩვეულო გულწრფელობითა და დიდი ოსტატობით დაწერილი რომანი ორი წლის განმავლობაში იყო ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიის სათავეში, თუმცა რასიზმის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და სექსუალურობის თემების წინ წამოწევის გამო დღემდე შედის იმ წიგნების ხუთეულში, რომლებიც ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იკრძალებოდა.

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941470394

ჟანრი

სერია

გამოცემის წელი

2017

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

ინგლისური

მთარგმნელი