მთავარი » წიგნები » ილია ჭანტურია – ნინოშვილის 25

ილია ჭანტურია – ნინოშვილის 25

ავტორი: ილია ჭანტურია

10,95 

„ნინოშვილის 25“ ილია ჭანტურიას სადებიუტო პროზაული კრებულია. მოთხრობების უმეტესობაში სიუჟეტი ავტორის მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში ვითარდება. წიგნის მთხრობელები ახალგაზრდა გოგო-ბიჭები არიან – ეს ის თაობაა, რომელმაც აგვისტოს ომი გადაიტანა, მათმა მშობლებმა და უფროსმა და-ძმებმა კი სამოქალაქო ომი და დევნილობა გამოიარეს.

ქალაქი უმოძრაობაშია, პერსონაჟებს კი სურთ გაარღვიონ მოჯადოებული წრე. მათ ორი გზა აქვთ: განაგრძონ ბრძოლა ან შეეგუონ ამ უმოძრაობას. ავტორი ძირითადად საზოგადოების სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფ, მარგინალიზებულ და ჩაგრულ ნაწილს გვაჩვენებს, რომლებიც ხშირად თვითონვე ხდებიან მჩაგვრელები.

რაც ყველაზე საგულისხმოა, წიგნში მოცემული სოციალური თუ საზოგადოებრივი პრობლემები მხოლოდ ავტორის მშობლიურ ქალაქს არ მოიცავს, ის ბუნებრივად განზოგადდება და მთელ ქვეყანაში მიმდინარე რეალურ მდგომარეობას აირეკლავს.“ – ალექსანდრე ლორთქიფანიძის ბოლოსიტყვაობიდან

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941482373

ჟანრი

გამოცემის წელი

2018

ენა

გვერდები

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი