მთავარი » წიგნები » თეიმურაზ დოიაშვილი – ვარდი ნაწვიმარ სილაში (წერილები გალაკტიონზე)

თეიმურაზ დოიაშვილი – ვარდი ნაწვიმარ სილაში (წერილები გალაკტიონზე)

ავტორი: თეიმურაზ დოიაშვილი

24,95 

ამ წიგნში გალაკტიონის პოეზიისა და ცხოვრების არაერთი საიდუმლოა გაცხადებული. თურმე: პოეტის პირველი კრებული (1914) მითოპოეტური სიუჟეტის მქონე რომანია ლექსებად; „მე და ღამე“ – რეალური მისტიკური განცდის ანარეკლი, ხოლო „ვარდი სილაში“ – დაპირისპირებულ საწყისთა ღვთაებრივი სინთეზის სიმბოლო… თურმე: თებერვლის საბედისწერო დღეებში გალაკტიონი სამშობლოს დამოუკიდებლობას ედგა დარაჯად; ოციან წლებში დააარსა თავისუფალი ლიტერატურული ჯგუფი „ირმიგალი“. და კიდევ: საბურველი ჩამოეცალა ამაღლებული სიყვარულის ფსევდო-ლეგენდას, რომელიც ბოლო დრომდე მალავდა პოეტის პიროვნულ დრამას…

გალაკტიონის ეპოქალური წიგნი “Crâne aux fleurs artistiques“ (1919) ქართული მოდერნისტული პოეზიის მწვერვალია, რომელმაც სათავე დაუდო თვისებრივად ახალ პოეტურ აზროვნებას და სალექსო ნოვაციებს. ეს იყო ქართულ-ევროპულ კულტურათა სინთეზის ღრმად გაცნობიერებული ცდა, ერთგვარი ჰიჯრა დასავლეთისაკენ, რასაც ცხადყოფს ამ კრებულში შესული შედევრების ინტერტექსტობრივი კვლევა.

ტოტალიტარიზმის პირობებში გალაკტიონი იძულებული იყო კონიუნქტურული ლექსებიც ეწერა. მძიმე ხარკის გაღებით გადაურჩინა მან ერსა და ქვეყანას თავისი გენია – სამარადისოდ აღმართა პირამიდებზე მაღალი ტაძარი პოეზიისა.

გალაკტიონის ბოლო პერიოდის ლირიკამ, რთული სისადავის პოეტიკამ არსებითად განსაზღვრა ქართული პოეზიის შემდგომი განვითარება: ყველა მეტ-ნაკლებად საყურადღებო სტილური ტენდენცია მეოცე საუკუნის შუა წლებიდან დღემდე, პირდაპირ თუ შუალობით, გალაკტიონის გვიანდელ ლირიკას უკავშირდება.

▼ Show more

კატეგორია: კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა

ISBN: 9789941316944

ჟანრი

გამოცემის წელი

2023

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი