მთავარი » წიგნები » ზურაბ ქარუმიძე – BELACQUA

ზურაბ ქარუმიძე – BELACQUA

ავტორი: ზურაბ ქარუმიძე

9,95 

ზურაბ ქარუმიძის „Belacqua“ ტკივილსა და ადამიანურ სისუსტეებზე გამარჯვებული ტექსტია. ისეთი ტექსტი, ნამდვილი ლიტერატურის ყოვლისშემძლეობას რომ შეგვაგრძნობინებს, იმ ძალას, მხოლოდ მკითხველზე კი არა, თავად მწერალზეც რომ მოქმედებს, რომელსაც, მხატვრული ოსტატობისა და ადმიანური სიმტკიცის წყალობით, თვითირონია საშიშ და ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის გზაზე საუკეთესო იარაღად უქცევია.

კარგი წიგნები განსაცდელთან გამკლავებაში გვეხმარებიან, შიშის დამარცხებას გვასწავლიან და ტკივილებსაც გვიყუჩებენ. ასე ეხმარება „სტუმარ-მასპინძლის“ სტრიქონები ნაწარმოების მთავარ გმირს, ბელაკვას: „… საკუთარ თავს გვერდიდან შეხედა − თავგადაპარსული წვეროსანი ქისტი, დარლა რომ ჰქვია სტუმარ-მასპინძელში. „ნუ იტანჯები დარლაო, ნუ შეიწუხებ თავსაო, მოვსდეგით შენი მოძმენი, შენის სამარის კარსაო!“ რამდენჯერმე გაიმეორა და ლექსმა დაამშვიდა ბელაკვა.“

ბევრ ადამიანს დაეხმარება და, რაც მთავარია, კითხვისას დაუვიწყარ სიამოვნებას მიანიჭებს ზურაბ ქარუმიძის „Belacqua“-ც, თავისი ყოფითი, ფილოსოფიური, ინტელექტუალური, ჰუმანური და ამ ყველაფრის თვითირონიით შეზავებული შრეებით.

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941313738

ჟანრი

გამოცემის წელი

2021

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი