მთავარი » წიგნები » ზურაბ კიკნაძე – ამარგი/ალუდას ნახტომი

ზურაბ კიკნაძე – ამარგი/ალუდას ნახტომი

ავტორი: ზურაბ კიკნაძე

29,95 

ზურაბ კიკნაძის წიგნის სათაური ამარგი, შუმერული სიტყვა, „დედასთან დაბრუნებას” ნიშნავს და თავისუფლების იდეას ატარებს. თავისუფლება შენს გენეზისთან, შენს თავთან დაბრუნებაა. ქვესათაური ალუდას ნახტომი, ყველასთვის ნაცნობია, მშობლიურიც არის. ბევრი გვიფიქრია მასზე. ალუდა მიდის და, სადაც უნდა წავიდეს, ვიცით, თავის თავს დაუბრუნდება. ის ტოვებს თავის ემპირიულ მეს და სიღრმისეულში ბრუნდება.

ამ წიგნში თითოეული ჩანაწერი, რომელიც სურვილისა და მოცალეობის შემთხვევაში, შესაძლოა, კულტურულ-ანთრო პო ლოგიურ ნაშრომადაც ქცეულიყო, ცხადად თუ შეფარვით საკაცობრიო პრობლემას შეიცავს. ავტორი გვთავაზობთ კაცობრიობის ისტორიაში ნათქვამ სიტყვებს და ქმნილ საქმეებს, და თავის ფიქრებს და განსჯას მათზე. ბევრი მათგანი, შესაძლოა, ეფემერულად და მარგინალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ისინი ღირს დაფიქრებად, გამოგვადგება მედიტაციების საყრდენად. გამოცდილებით ვიცით, რომ ადამიანისგან ფასი ხშირად წარმავალს უფრო ადევს, სწორედ იმის გამო, რომ წარმავალია და, ამდენად, განუმეორებელი.

▼ Show more

კატეგორია: კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა

ISBN: 9789941313059

ჟანრი

სერია

გამოცემის წელი

2021

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი