მთავარი » წიგნები » ზაზა გაბუნია – მონოლოგი სარწეველა სკამიდან

ზაზა გაბუნია – მონოლოგი სარწეველა სკამიდან

ავტორი: ზაზა გაბუნია

9,95 

წიგნი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ორნითოლოგიით გატაცებული კაცის მონათხრობია.

ზაზა გაბუნიას რომანის სიუჟეტი გასული საუკუნის 20-40-იანი წლების საქართველოში, ბერლინში, პარიზსა და გამოგონილ ქალაქ ანდაუთაში ვითარდება. ცნობილი და დრამატული მოვლენების შუაგულში მოქცეულია სამი მეგობარი – დიპლომატი, მისი მეუღლე და ხელოვანი.

თქვენ წინაშეა მეგობრობის ისტორია, რომელსაც ტოტალიტარიზმმა დაასვა დაღი, მთლიანად შეცვალა თითოეულის ცხოვრება და მათ შორის წარმოშვა უფსკრული, რომლის სხვადასხვა მხარეს დარჩენილები მრავალგვარი, მათ შორის უცნაური გზებით ცდილობენ ხელის გაწვდენას და ერთმანეთთან კვლავ დაკავშირებას.

სიყვარული და გადასახლება; დიპლომატიური მისია ქვეყნის აღიარებისთვის და ტოტალიტარული სახელმწიფოს პასუხი; ჩეკისტის პირადი სივრცე; თავზარდამცემი აღმოჩენა და მოულოდნელი ფინალი – საიდუმლო, რომელსაც მთხრობელი გვიმხელს.

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941310416

ჟანრი

გამოცემის წელი

2019

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი