მთავარი » წიგნები » ზაალ სამადაშვილი – იუნკერ ერისთავის ბუცები

ზაალ სამადაშვილი – იუნკერ ერისთავის ბუცები

ავტორი: ზაალ სამადაშვილი

8,95 

ზაალ სამადაშვილის ახალ წიგნში თავმოყრილ ნოველებს და ჩანაწერებს ერთი რამ აერთიანებთ: დრო. ეს არაა წარსული, არამედ მწერლის თვალით დანახული და აღქმული დრო, თავისი პირუთვნელი სინამდვილით. ნამდვილია ამბები, პერსონაჟები, მთხრობელიც კი – ის არაფერს იგონებს, აკლებს ან ამატებს მოვლენებს, არამედ მოგვითხრობს მათ ისე, როგორც ოდესღაც დაინახა და იგრძნო. სინამდვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება კი წიგნს სიწრფელეს და სიფაქიზეს სძენს, ადვილად პოულობს თანაგანმცდელს მკითხველის სახით.

და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ნოველებს სულ სხვა ენერგიით მუხტავს – ესაა ფიქრი გმირობაზე, რაინდობაზე, შესაბამისად – თავისუფლებასა და სიყვარულზე; ამ ფიქრით ან უამფიქრობითაა აღბეჭდილი ამ ნოველების პერსონაჟთა ბედისწერა, როგორც კიდევ ერთხელ შეხსენება კაცთა მოდგმისათვის რაინდული რომანტიზმისა…

კრებულისათვის ავტორს 2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა (ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“)

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941458781

ჟანრი

გამოცემის წელი

2015

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი