მთავარი » წიგნები » ვოვა სიხარულიძე – მეათე მოწმე და სხვა

ვოვა სიხარულიძე – მეათე მოწმე და სხვა

ავტორი: ვოვა სიხარულიძე

14,95 

მეათე მოწმე და სხვა…“ – ესაა ვოვა სიხარულიძის სრული შემოქმედება ერთ წიგნში.

„1969-1970 წლები. ქართველებს სცალიათ წიგნისთვის. სცალიათ ქართული მწერლობისთვის. ახალი სახელები… მახვშები ოსტატობიდან დიდოსტატობის სარბიელზე გადიან. სუფრაზე პოლიტიკის ნაცვლად ლიტერატურაზეა საუბარი…

და თითქოს ცა ჩამოიქცაო და ბევრს აღმოხდა – მოვიდა! დაბრუნდა საპყრობილიდან გამოსული, ერთ ღამეში გაჭაღარავებული ახალგაზრდა კაცი – ვოვა სიხარულიძე. მოვიდა მოთხრობებით: „მაცგი“, „უხამსი“ და XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი შედევრით „მეათე მოწმე“. მოვიდა და ერთ დღეში გახდა ჩვენთვის, მათთვის, ვინც პირველად შეჰბედეს კალამს, სენსეი! სენსეი, რომელიც წაკითხვისთანავე შემიყვარდა.

როცა 14 წლის წინ „მეათე მოწმე“ ჩვენს ჟურნალში – „XX საუკუნეში“ დავბეჭდე, უამრავი ახალგაზრდა ჩამეკითხა, ვინ იყო ეს ფანტასტიკური მწერალიო. გული მეტკინა, ნუთუ ასე მოკლეა შედევრის წუთისოფელი? თვითონ ვოვას სწორედ სიტყვის წინაშე უზარმაზარმა პასუხისმგებლობამ დააწერინა ასე ცოტა…“, – ლაშა თაბუკაშვილი.

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941313134

ჟანრი

გამოცემის წელი

2021

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი