მთავარი » წიგნები » ერნესტო საბატო – გვირაბი

ერნესტო საბატო – გვირაბი

ავტორი: ერნესტო საბატო

15,95 

არგენტინული ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენლის, ერნესტო საბატოს პირქუში, ფსიქოლოგიური რომანი „გვირაბი“ მკითხველმა პირველად 1948 წელს, ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალის, „სამხრეთის“ გვერდებზე იხილა, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მწერლის ხელნაწერი ბუენოს აირესის თითქმის ყველა გამომცემლობამ დაიწუნა. ნაწარმოებმა, რომელიც ალბერ კამიუსა და გრეემ გრინის აღფრთოვანების მიზეზი გახდა, ევროპა მალევე დაიპყრო მას შემდეგ, რაც ფრანგულმა „გალიმარმა“ მისი თარგმნა და გამოცემა ითავა. საინტერესოა, რომ „გვირაბი“, რომელსაც არ ჰქონია რაიმე პოლიტიკური ქვეტექსტი, ფრანკისტული რეჟიმის ცენზურამ რამდენჯერმე დაიწუნა იმ მოტივით, რომ ფაბულა ვითარდებოდა „აბსურდულ და ამორალურ გარემოში“, ფრაზეოლოგია იყო „უკიდურესად დაუმუშავებელი“ და რომ ეს იყო „პორნოგრაფიული რომანი, რომელიც გვიამბობს ღალატსა და მკვლელობაზე“.

მთავარი გმირი, მხატვარი ხუან პაბლო კასტელი ჰყვება თუ როგორ და რატომ მოკლა მარია ირიბარნე, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც „მისი ესმოდა“. ნაწარმოები გაჟღენთილია ეგზისტენციური ეჭვებით, მარტოობითა და სასოწარკვეთით, რასაც თან ერთვის კასტელის ფსიქიკური აშლილობა.

წიგნი, რომელიც კრიტიკოსებმა სამართლიანად მონათლეს, როგორც XX საუკუნის ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. საგულისხმოა, რომ თავად ავტორი, რომელიც ხორხე ლუის ბორხესის შემდეგ მეორე არგენტინელი მწერალია, რომელსაც ამ ნაწარმოებისთვის, 1984 წელს სერვანტესის პრემია გადაეცა, 1999 წელს იგონებდა რომ „ეს იყო ნაწარმოები, რომლის გამოქვეყნებაც გულით მსურდა და რისთვისაც მომიწია გამომევლო ტანჯვა, გამოწვეული საშინელი შეურაცხყოფით“.

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941310508

ჟანრი

სერია

გამოცემის წელი

2020

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

ესპანური

მთარგმნელი