ეკა ქევანიშვილი – ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება
ავტორი: ეკა ქევანიშვილი
7,95 ₾
ეკა ქევანიშვილის ახალი კრებული „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ აფეთქებისწინა გამაყრუებელი სიჩუმის ენერგიითაა დამუხტული; ამ ენერგეტიკულ ველშია თავმოყრილი ყველა ნერვული რეცეპტორი – პიროვნული თუ საზოგადო ყოფის გრაფიკული ანამნეზი. სასტიკი და რთული სოციალური სამყარო პოეტის მთავარი „გამღიზიანებელია“, მისკენ მიმართული პროტესტი კი პოეტურ მანიფესტაციად გვევლინება.
კრებულში ხშირად შეხვდებით უარყოფითი ნაწილაკით ნაწარმოებ სიტყვათშეთანხმებებს – არცვლილება, არსიყვარული… პრეფიქსი „არ“ ცხოვრების/ეპოქის ტონალობას გამოხატავს, მის გამოუვალობას, ხანდახან უიმედობასაც. ეკა ქევანიშვილის პოეტური რეფლექსია ამ გამოუვალობის დაძლევასაც გულისხმობს. აფეთქებისწინა სიჩუმეში მთავარი ადამიანური არჩევანი იბადება.
კატეგორია: ქართული პოეზია
ISBN: 9789941312939
ჟანრი | |
---|---|
გამოცემის წელი |
2021 |
ენა | |
გვერდები | |
ფორმატი | |
ყდა | |
ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |