მთავარი » წიგნები » ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია

ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია

ავტორი: ედგარ ლი მასტერსი

19,95 

ედგარ ლი მასტერსის სფუნ რივერი, მართალია, სივრცის თვალსაზრისით ერთი დასახლებით შემოიფარგლება, მაგრამ დროითი მნიშვნელობით ამერიკის შუა დასავლეთის ეს დაბა მთელი სამყაროს ცენტრად იქცევა და ღალატის, სისასტიკის, ამბიციების, ოცნებების, სიყვარულის, ანგარებისა თუ გულგრილობის ისეთივე მარადიულ ამბებს გადმოგვცემს, ნებისმიერი ქვეყნისა და დროის მკითხველისთვისაც რომ არის აქტუალური.

სფუნ რივერის ეს პოეტური ქრონიკა უწყვეტად იკითხება და საერთოდაც რომანად იყო ჩაფიქრებული. ედგარ ლი მასტერსის ტექსტი მართლაც სცდება ცალკეული ლექსის შინაარსს, რომელიც გვერდიდან გვერდამდე ახალ-ახალი ფენით ღრმავდება, და მთელი თხრობის განმავლობაში მონუმენტურობას იძენს.

ედგარ ლი მასტერსი ანტიკურ საზომებს მიმართავს და ამითაც ხაზი ესმება მის მიერ ასახული თემატიკის მარადიულობას. მაგრამ ამგვარი არჩევანი უფრო კანონზომიერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ლექსი ჟანრის მიხედვითაც არსებითად ეპიტაფიაა, რომელსაც ავტორის ხელმა მეტად მძაფრი, შემზარავი სიახლე შემატა: ყოველი ეპიტაფია იმავე ადამიანის მიერ გადმოიცემა, რომელსაც ეძღვნება და მისი ცხოვრების შესახებ უკიდურესი ტკივილით, გახელებითა და უსასოობით მოგვითხრობს

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941317460

ჟანრი

სერია

გამოცემის წელი

2024

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

ინგლისური

მთარგმნელი