მთავარი » წიგნები » გოგი ჩაგელიშვილი – კედელს მიღმა

გოგი ჩაგელიშვილი – კედელს მიღმა

ავტორი: გოგი ჩაგელიშვილი

19,95 

გოგი ჩაგელიშვილი 1945 წელს დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გამართული აქვს პერსონალური გამოფენები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, თურქეთში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ახალ ზელანდიაში.

მხატვრის ლიტერატურული დებიუტი 2006 წელს შედგა. 2014 წელს კი მისი მეორე წიგნი გამოიცა, რომელმაც „წლის საუკეთესო პროზაული კრებულის“ ნომინაციაში პრემია „საბა“ მოიპოვა.

„კედელს მიღმა“ ავტორის მესამე წიგნია – მოთხრობებისა და ავტობიოგრაფიული ჩანაწერების კრებული, რომელშიც დოკუმენტური სურათები და მხატვრული სახეები ერთმანეთს ოსტატურად ცვლის და ერწყმის, მკითხველის წინაშე კი მთელი ეპოქის დამტევი უზარმაზარი პანო ცოცხლდება. აქ ყველა თაობისა და გემოვნების მკითხველი იპოვის მისთვის საინტერესო ამბებს, ამოიცნობს პერსონაჟების პროტოტიპებს და ისიამოვნებს თხრობისა და აღწერის ძალდაუტანებლად მსუბუქი და ლაღი მანერით.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ავტორის ის გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც მოთხრობებს ერთვის. გოგი ჩაგელიშვილის, როგორც მხატვრისა და მისი, როგორც მწერლის შეხვედრები წიგნის ფურცლებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს მკითხველზე.

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941318061

ჟანრი

გამოცემის წელი

2025

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი