მთავარი » წიგნები » გიორგი ხულორდავა – ცვალებადობა

გიორგი ხულორდავა – ცვალებადობა

ავტორი: გიორგი ხულორდავა

10,95 

კრებულში შესულია გიორგი ხულორდავას ორიგინალური და ასევე მის მიერ სპარსული და ინგლისური ენებიდან თარგმნილი კლასიკური და თანამედროვე პოეტური ნიმუშები.

„გიორგი თითქოს მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურული სალონიდან გადმოსული პერსონაჟია რაფინირებული ენითა და მანერებით და ამიტომაც არც თუ იშვიათად თავს უხერხულად გრძნობს იაფფასიანი ნიღბების უხეშ კარნავალზე, რამაც ჩვენში ლამისაა ჩაანაცვლოს სერიოზული ლიტერატურული პროცესი და თვალები ნაცარი შეაყაროს მავანთა ეპატაჟებით ისედაც დაელამებულ მკითხველს.

ახალგაზრდა შემოქმედი ელვის სისწრაფით გადის პროფესიული შეგირდობის ჩვეულებრივ მტკივნეულ პერიოდს და ხდება ოსტატი, რომელიც მალე ხელოვნებაში საკუთარი მონეტასაც მოჭრის. მას უკვე იცნობს არა მარტო თანატოლ კალმოსანთა აქტიური წრე, არამედ სრულიად საქართველოს მკითხველი საზოგადოება, რომელიც მასში ჩვენი კულტურის საიმედო მომავალს ხედავს“ – რაულ ჩილაჩავა.

▼ Show more

კატეგორია: ქართული პოეზია

ISBN: 9789941482250

ჟანრი

გამოცემის წელი

2018

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი