მთავარი » წიგნები » გიორგი შალამბერიძე – თიბათვის ნისლი

გიორგი შალამბერიძე – თიბათვის ნისლი

ავტორი: გიორგი შალამბერიძე

17,95 

„გიორგი შალამბერიძის პოეტურ კრებულს მკაფიო დინამიკა აქვს: ნიავის სიფაქიზით იწყება და ხორკლიანი ქარიშხლით მთავრდება. ამ აღმავალ ტონალობაში, პოეტური რეფლექსიის ამ ტემპორიტმში იკვეთება თვითმყოფადი სამყაროს კონტურები – მისი შემოქმედი პოეტი-რომანტიკოსია (გნებავთ, ერთ-ერთიუკანასკნელი რომანტიკოსი), რომელიც მუდმივად თავის იდეალებს დასტრიალებს: სატრფოს, სამშობლოს, სიმართლეს…

კრებულში შესულია სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და პოემა „ძე შეცდომილი, ძე მართალი“, რომელიც წიგნის შინაარსს ოსტატურად კრავს – მასში ზარივით რეკავს პოეტის სული და სულისკვეთება, მისი სევდა და ნუგეში.

გიორგი შალამბერიძე მსახიობია. თუმცა, პოეზია მისთვის ის სცენაა, რომელზეც კი არ თამაშობს, არამედ ცხოვრობს – სიკვდილამდე დაჭიმული ვნებით და სიმართლით. მკითხველიც გრძნობს ამ ნამდვილობას და ნდობით მიჰყვება წიგნის აღმავალ დინებას.

ეს – მონატრებულთა პოეზიაა. თითქოს ოდესღაც ამ ხმათათვის ყურიც მოგიკრავთ… დატკბით, გაიხსენეთ…“ – ნინო სადღობელაშვილი

▼ Show more

კატეგორია: ქართული პოეზია

ISBN: 9789941317767

ჟანრი

გამოცემის წელი

2025

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი