მთავარი » წიგნები » გიორგი არაბული – გვრინი

გიორგი არაბული – გვრინი

ავტორი: გიორგი არაბული

10,95 

ადამიანი, სადაც კი უხდება მას ცხოვრება, თუნდაც მიუვალ მთებსა და ხრიოკებს შეხიზნულს, ყველგან აადამიანურებს უტყვ ბუნებას. ფასეულია არა მხოლოდ მსოფლიო ცივილიზაციათა მონუმენტური შენობები, არამედ უჩინო საზოგადოებანიც, დედამიწისკიდეებში გაფანტულნი, ეფემერულნი და ამით ძვირფასნი, რომელთაც მუნმყოფობის კვალიც არ დაუტოვებიათ. მაგრამ ეს უკვალობაც შეიძლება მათი ღირსებაც იყოს, რადგან კვალი ნივთიერია, ეს ხალხი კი თავისი ურვა-ლხენით, ცოდვა-ბრალით, სტუმარ-მასპინძლობით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ნივთიერთან ერთად სულიერ ღირებულებებს ქმნიდა. არსებობს სოფელი მცირე და სოფელი დიდი, მცირე დიდშია ჩახატული, როგორც სარკე მისი. რა დიდი და რა მცირე… „გვრინის“ პოეტის განცდაში, მკითხველსაც რომ გასენავს, ერთი ძალა აქვს მათ აპოკალიფსურ დასასრულს. ძვირფასი სახელები – ხიტალე, ჩირდილი, სამკიბალი, გადუა, ანატორი და სხვანი მრავალნი ამოუხსნელ რებუსებად შერჩება პოსტაპოკალიფსურ სიზმარს. „ჟამს გამხმარი გვიმრა ამოუქარგავსო“ ნასახლარზე. ერთადერთი გვიმრა, დედამიწის უძველესი ბინადარი, რჩება მისი ბოლოჟამის მოწმედ… (ზურაბ კიკნაძის ბოლოსიტყვაობიდან)

▼ Show more

კატეგორია: ქართული პოეზია

ISBN: 9789941470752

ჟანრი

გამოცემის წელი

2017

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი