ბექა ქურხული – სკანდარა და სხვა მოთხრობები
ავტორი: ბექა ქურხული
14,95 ₾
ბექა ქურხულის ახალ წიგნს ბევრი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ჰყავს – რეალური თუ გამოგონილი, მწერლის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან თუ მისი სიზმრებიდან გადმოსული ტექსტებში. მათი ერთ სივრცეში თავმოყრა „საბას“ გამარჯვებული რომანის – „სამოთხიდან გაქცეულების“ ავტორს არ ეძნელება.
მიმზიდველი და ჩამთრევი თხრობის მანერა, ემოციურად დამუხტული ეპიზოდები და თითქოს ნაცნობი, მაგრამ სინამდვილეში ექსკლუზიურად მკითხველისთვის აღმოჩენილი/გაცოცხლებული გარემო – სხვა საქართველო – ესაა ბექა ქურხულის მოთხრობების მთავარი ღირსება. ის, რაც მაშინვე, ზედაპირზევე ჩანს.
კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თვისება ამ წიგნისა ის არის, რომ შიგნით ბევრი მოძრაობაა, მიწყდომ-მოწყდომა, კაცის გულისა და ბედის აფეთქებები, დინამიკა და „დრაივი“.
ერთი სიტყვით, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია…
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941470998
ჟანრი | |
---|---|
გამოცემის წელი |
2018 |
ენა | |
გვერდები | |
ფორმატი | |
ყდა | |
ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |