ბექა ქურხული – სამოთხიდან გაქცეულები 2
ავტორი: ბექა ქურხული
29,95 ₾
სამოთხიდან გაქცეულები ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის მხატვრული რეტროსპექტივაა. სამი მეგობრის ოდისეა სულისშემძვრელი ამბებით, სევდიანი, ზოგჯერ ტრაგიკული შინაარსით, იმ ეპოქის ფონზე იშლება, რომელიც ბოლომდე ჯერაც ვერ წაიკითხა და გაიაზრა ჩვენმა საზოგადოებამ;
უამრავი პერსონაჟის მიუხედავად, რომანს მთავარი გმირი მაინც არ ჰყავს, რადგან აქ ყველა და ყველაფერი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, მთავარი გმირი კი არა კონკრეტული ადამიანები, არამედ სწორედ დროა – ეპოქა, და ეს წიგნიც ამ ეპოქის მხატვრული წაკითხვის იღბლიანი მცდელობაა.
და, მთავარი გმირია ენაც – ამ ვნებიანი, სისხლიანი და სიხარულიანი ამბების მთხრობელი ენა, ბუნებრივი და ცოცხალი აღმქმელი ეპოქისაც და ადამიანისაც. ეს ენაა პროტესტიც – ყველა სისტემის, ყოველგვარი ძალადობის, მორჩილების წინააღმდეგ. ეს ყოველივე მკითხველს კიდევ ერთხელ მიაბრუნებს უკან, მომავლისკენ – სადაც ბრწყინავენ წარსულში ვერგაცემული ძნელი და ტკივილიანი კითხვების პასუხები…
სამოთხიდან გაქცეულები ლიტერატურული პრემია საბას 2016 წლის გამარჯვებულია „წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაციაში.
კატეგორია: ქართული პროზა
ISBN: 9789941314445
ჟანრი | |
---|---|
გამოცემის წელი |
2022 |
ენა | |
გვერდები | |
ფორმატი | |
ყდა | |
ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |