მთავარი » წიგნები » ადამ მიცკევიჩი – ჯიადი

ადამ მიცკევიჩი – ჯიადი

ავტორი: ადამ მიცკევიჩი

24,95 

ადამ მიცკევიჩის აზრით, ადამიანი მხოლოდ სიყვარულისთვის კი არ არის შექმნილი, მან სიყვარული, ჯერ დედამიწაზე უნდა განიცადოს – რა თქმა უნდა, მისთვის შესაძლებელი ფორმით – რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხე დაიმსახუროს. სიყვარული ისევე ამზადებს ყველას ხსნისათვის, როგორც – ტანჯვა.

მისი პოემა „ჯიადი“ სამი დამოუკიდებელი – ერთმანეთისაგან განსხვავებული, თუმცა ერთმანეთს მორგებული დრამისაგან უფრო შედგება, ვიდრე ფაბულის ძაფით შეკრული სამი ნაწილისაგან.

ამის მიუხედავად, თუ ემოციებისა და სიმბოლოების ლოგიკას მივყვებით და არა მოვლენებისა, იგი ისე იკითხება, როგორც თანამიმდევრულად მოთხრობილი ამბავი. თუმცა ავტორი აცნობიერებს, რომ პოემის სიმბოლური შრე აბსტრაქტულ ორნამენტად ან თეორიულ ტრაქტატად იქცეოდა, თუ ფაქტებში არ იპოვიდა დასაყრდენს.

ეს არის დრამატული პოემა ოთხ ნაწილად, რომელსაც დამატებით წინ უძღვის ლექსი ,,ყარიბი“ და ლექსების ციკლი, რომელსაც შესავლის ფუნქცია აქვს. პოემა იწერებოდა ჯერ 1821-22 წლებში, ხოლო გარკვეული შუალედის შემდეგ – 1831 წლის პირველ ნახევარში. მიცკევიჩის შემოქმედება პოლონური სულიერების გამოხატულებად მიიჩნევა – იმგვარი იდეოლოგიური და ემოციური ფორმის გამოხატულებად, როგორადაც ისტორიამ ჩამოაყალიბა.

„ჯიადი“ კომპილაციაა პიესებისა, რომლებსაც იდეის გარკვეული ევოლუცია აერთიანებს. ამ იდეას, ჩვეულებრივ, მესიანიზმად მოიხსენიებენ. პოლონურ მესიანიზმს განსაკუთრებული ფორმა აქვს, თუმცა ევროპული რომანტიზმის მიმდინარეობაში განცალკევებით კი არ დგას, უფრო მისი თავდაპირველი ვერსიაა.

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941318245

ჟანრი

სერია

გამოცემის წელი

2025

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

ინგლისური

მთარგმნელი