მთავარი » წიგნები » აბდულრაზაკ გურნა – გაუდაბურება

აბდულრაზაკ გურნა – გაუდაბურება

ავტორი: აბდულრაზაკ გურნა

27,95 

წარმოშობით ტანზანიელი მწერლისა და აკადემიკოსის, აბდულრაზაკ გურნას შემოქმედებაში ლტოლვილი ადამიანის ხვედრია წარმოჩენილი. ის კუნძულ ზანზიბარზე დაიბადა და იზრდებოდა. სამშობლოში მომხდარი რევოლუციის შემდეგ კი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და ბრიტანეთში გადასახლებულიყო.

„გაუდაბურება“ აღმოსავლეთ აფრიკის ერთ ზღვისპირა ქალაქში დასახლებული და იქიდან გახიზნული ადამიანების ყოფას აღგვიწერს. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ახალგაზრდა რეანას ქალაქში უცაბედად გამოჩენილი ინგლისელი სწავლული, მარტინ პირსი შეუყვარდება და მასთან რომანს გააბამს. ათწლეულების შემდეგ მათი უკანონო შვილიშვილი ჯამილა ორი ძმის, ამინის და რაშიდის ცხოვრებაში გამოჩნდება. რაშიდი ინგლისში სასწავლებლად ემზადება და ვერ ამჩნევს, როგორ ცვლის უფროს ძმას სიყვარული. გადის კიდევ ათეულობით წელიწადი და უცხო ქვეყანაში გადახვეწილი რაშიდი წარსულის კვლევა-ძიებას იწყებს.

ამ სულისშემძვრელი, სასიყვარულო ისტორიით ავტორი ოსტატურად ასახავს კოლონიალიზმის გავლენას პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაზე.

2021 წელს აბდულრაზაკ გურნას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა „კულტურათა და კონტინენტთა შორის გაჩენილ უფსკრულში დარჩენილი ლტოლვილის ბედისა და კოლონიალიზმის შედეგების მოურიდებლად და თანაგრძნობით წარმოჩენისთვის“.

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941317170

ჟანრი

სერია

გამოცემის წელი

2024

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

საიდან ითარგმნა

ინგლისური

მთარგმნელი