მთავარი » წიგნები » შოთა იათაშვილი – ბედნიერება

შოთა იათაშვილი – ბედნიერება

ავტორი: შოთა იათაშვილი

24,95 

ამ რომანს არ ჰყავს მთავარი გმირი, მაგრამ ჰყავს ასზე მეტი პერსონაჟი: ქალაქის ერთი კორპუსის ბინადარნი და ის ადამიანები, რომლებიც მათთან ურთიერთობენ. ამ პერსონაჟებს სხვადასხვანაირად ესმით ბედნიერება, თავისებურად ესწრაფვიან მას, მათგან ზოგიერთს დაკარგულიც კი აქვს ბედნიერების მიღწევის იმედი და სევდიანად ფიქრობს მასზე, როგორც რაღაც მიუწვდომელზე. ჩანს ზეგარდმო ძალაც _ ბედნიერების მომტანი _ რომელიც მის განაწილებას კორპუსის მოსახლეთა შორის უცნაური გზით ცდილობს. ნაწარმოები კოლაჟური სახისაა და სიუჟეტური ხაზი ამ ასზე მეტ პერსონაჟს შორის დაქრის. ტემპი საკმაოზე მაღალია და ამიტომაცაა, რომ ავტორისეული განმარტებით მას `სწრაფი რომანი~ ეწოდება. საბოლოო ჯამში შოთა იათაშვილი ამ ბანალური სათაურითა და მარტივი სქემით ექსპერიმენტულ ტექსტს გვთავაზობს, რომელშიც უთვალავი ჩამთრევი ამბავია ჩაქსოვილი _ კომიკურიც, დრამატულიც, ვნებიანიც, სოციალურიც… `ფიქრის სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე სწრაფია~ _ ამბობდა ერთი აღმოსავლელი ფილოსოფოსი. რა თქმა უნდა, ეს მეტაფორაა _ მომხიბლავი მეტაფორა, რომანი `ბედნიერება~ კი ამ მეტაფორის მხატვრული ილუსტრაციაა. გააზრებული თუ შემთხვევითი _ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ამ ტექსტის აღქმა და კითხვისგან სიამოვნების მიღების გასაღები მის ექსპერიმენტულობაშია და მკითხველს ერთადერთ რამეს ვურჩევდი: `ენდეთ სიტყვებს და არა პერსონაჟთა ქმედებებს. ესაა ამ შემთხვევაში ესთეტიკური გაბედნიერების ჯანსაღი გზა~. დავით ქართველიშვილი

▼ Show more

კატეგორია: ქართული პროზა

ISBN: 9789941318221

ჟანრი

გამოცემის წელი

2025

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი