PR სტრატეგია

PR სტრატეგია ის დოკუმენტია, რომელიც აღწერს რა ტიპის ინფორმაციას და რა ფორმით უზიარებს კომპანია საკუთარი თავის შესახებ გარე სამყაროს. საზოგადოებასთან ურთიერთობის მკაფიო გეგმა ის ინსტრუმენტია, რომელიც ბრენდს მოვლენების პასიური დამკვირვებლის როლიდან, თვითპრეზენტაციის წარმმართველად აქცევს. რაც საბოლოო ჯამში პირდაპირ აისახება მომხმარებლების განწყობებსა და ქცევებზე.

ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი, აქტიურია მედიასთან ურთიერთობაში და სურს ფართო მასების ყურადღება მისთვის მნიშნელოვანი საკითხებისკენ ოსტატურად მიმართოს.

პირველი ნაბიჯი ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და კონცეფციების შექმნაა.

შემდგომ კი რჩეული კონცეფციის ბრენდის მმართველი გუნდისთვის წარდგენა და უკუკავშირის გათვალისწინებით დოკუმენტის საბოლოო ვერსიის დადასტურების ეტაპი დგება.

PR სტრატეგიაც სახელმძღვანელოა, რომელიც აერთიანებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტილს, მიმართულებებსა და სამოქმედო გეგმას, ბრენდის იდენტობის და მიზნების შესაბამისად.

PR სტრატეგიის მიხედვით მოქმედებისას Ბრენდი არის უფრო სტაბილური და თანმიმდევრული, როგორც მედიასთან, ასევე პარტნიორებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან კომუნიკაციაში.

PR სტრატეგია ამარტივებს ყოველდღიურ და ყოველთვიურ დაგეგმარების პროცესს PR აქტივობების მიმართულებით. კრიზისულ სიტუაციებში კი საკვანძო დოკუმენტია, რადგან მოიცავს მზა გაიდლინებს მსგავსი სიტუაციების ეფეტურად მართვისთვის. რაც საბოლოო ჯამში გეხმარებათ რესურსების დაზოგვასა და ნაკლები დანახარჯით მეტი შედეგის მიღებაში.