ციფრული სტრატეგია
ციფრული მედიის სტრატეგია არის დოკუმენტი, რომელიც აღწერს, თუ როგორ იყენებს კომპანია ონლაინ პლატფორმებსა და ინსტრუმენტებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. ის მოიცავს ციფრული კონტენტის შექმნის, გამოქვეყნების და ოპტიმიზაციის ტაქტიკას, ასევე სამიზნე აუდიტორიასთან ინტერაქციას სხვადასხვა ციფრული არხების საშუალებით, როგორიცაა სოციალური ქსელები, ვებ გვერდი, Email მარკეტინგი და სხვა.
ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი და უკვე პოზიციონირებს ონლაინ პლატფორმებზე ან ბრენდის შექმნის პროცესშია და სურს საკუთარ აუდიტორიას ამ კომუნიკაციის არხითაც ესაუბროს.
პირველი ნაბიჯი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზია, რაც გვკარნახობს იმ პლატფორმებს, სადაც ყველაზე ეფექტური იქნება ბრენდის წარმოდგენა.
შემდგომ ვქმნით სრულ კონცეფციას, პლატფორმების მიხედვით. კონცეფცია აერთიანებს თითოეული ციფრული მედია საშუალების შემთხვევაში კომპანიის ვიზუალურ სტილს, კონტენტის მიმართულებებს, სასაუბრო ენას TOV(tone of voice)-ს, სარეკლამო სტრატეგიას, საკვანძო სიტყვებს (keywords), კონკურენტების ანალიზს და ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ზრდის ბრენდის ეფექტურობას ონლაინ.
ბრენდის ციფრული სტრატეგია ის ძირითადი იარაღია, რომელიც სამიზნე აუდიტორიასთან სწორად აკავშირებს კომპანიას. ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ეხმარება მარკეტინგული მიზნების მიღწევასა და ციფრულ სივრცეებში იმიჯის გაუმჯობესება-გამყარებაში.