ციფრული მარკეტინგი
ციფრული მარკეტინგი მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
- მიზნების დასახვა
- სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიკაცია
- Youtube/ Google ads ფასიანი რეკლამა საკვანძო სიტყვების (Keywords) კვლევისა და კონკურენტების ანალიზის ჩატარება
სარეკლამო კამპანიის სტრატეგიების შემუშავება, მათ შორის ბიუჯეტის განაწილება, რეკლამის ფორმატების განსაზღვრა.
კამპანიის მუშაობის მონიტორინგი, რეკლამის მიზნობრივი ოპტიმიზაცია ანალიტიკური მონაცემების საფუძველზე. - E-mail მარკეტინგი სამიზნე აუდიტორიის ელ.ფოსტის მისამართების სიის შექმნასარეკლამო შეთავაზებების, აქციების, ფასდაკლებების და ა.შ შესახებ წერილების მასიური დაგზავნის სტრატეგიის შემუშავება (სიხშირე, შინაარსის ტიპები)ელ.ფოსტის წერილების დახვეწილი ვერბალური და ვიზუალური შაბლონების შექმნაგაგზავნილი წერილების მუშაობის მონიტორინგი შესაბამისი პარამეტრებით(ლინკზე გადასვლა,გამოწერა და ა.შ)
- ადგილობრივ ვებ გვერდებზე სარეკლამო ბანერების განთავსება.ვებ-გვერდების შერჩევა კატეგორიის და ვიზიტორების მაჩვენებლების მიხედვით.
რეკლამის განთავსებისა და ფასების შესახებ მოლაპარაკება ვებ გვერდების მფლობელებთან ან სარეკლამო ქსელებთან. - ვიზუალურად მიმზიდველი სარეკლამო ბანერის მომზადება.
- სხვა ციფრული არხების ათვისება, რომლებიც თანხვედრაშია ბიზნეს საჭიროებებთან.
- ანალიტიკა.
ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი ან მისი შექმნის პროცესშია და სურს რომ ციფრული მარკეტინგის ეფექტური ინსტრუმენტები კომპანიის მარკეტინგული გეგმის ნაწილი გახადოს, არსებობის შემთხვევაში კი გაზარდოს მათი გამოყენების ეფექტურობა.
ამ პროცესში დამკვეთთან ერთად ვმუშაობთ გაზომვადი მარკეტინგული მიზნების განსაზღვრასა და სამიზნე ადუტორიის იდეალური სეგმენტების იდენტიფიცირებაზე. ამის შემდეგ ვგეგმავთ სხვადასხვა არხებში სარეკლამო კამპანიებს და ვადგენთ ბიუჯეტს.(Youtube/ Google ads, იმეილ მარკეტინგის კამპანიები, სარეკლამო ბანერები ადგილობრივ ვებგვერდებზე). შეთანხმებული გეგმის განხორციელების პარალელურად კი ხდება შედეგების მონიტორინგი და ანალიზი.
სწორად წარმართული ციფრული მარკეტინგი განაპირობებს ბიუჯეტის მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას, ციფრულ მედიაში იმიჯის გამყარებას, ცნობადობისა და ჩართულობის ზრდას, მჭიდრო კავშირს სამიზნე აუდიტორიასთან და მათი მსყიდველობითი ქცევის უახლესი მონაცემების მიხედვით შესწავლას, რაც თავის მხრივ მარკეტინგული მიზნებისა და მიდგომის გაუმჯობესების და უკეთესი შედეგების მიღების საფუძველია.