შეფუთვის დიზაინი

შეფუთვის დიზაინი არის ის სამუშაო, რომელიც პროდუქტის მიმზიდველი და პრაქტიკული შეფუთვის ვიზუალიზაციის შექმნას გულისხმობს.

ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი და სურს ეფექტური შეფუთვით საკუთარი პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება.

შეფუთვის დიზაინის შესაქმნელად აუცილებელია შეირჩეს გრაფიკა და ვიზუალი, ფორმა და სტრუქტურა, მასალები, ტიპოგრაფია, ფერების პალიტრა. მნიშნელოვანია პროდუქტის შესახებ ყველა სახის ინფორმაციის შესწავლა და გათვალისწინება, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული რეგულაციების.

ასევე, კრიტიკულია შეფუთვის სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებზე მორგება. თითოეული ამ დეტალის შერჩევის, მორგების და განხილვის შედეგად ვიღებთ შეფუთვის რამდენიმე ვერსიას, რომლებსაც დამკვეთს წარვუდგენთ. უკუკავშირის საფუძველზე კი საბოლოო სახე ეძლევა შეფუთვას.

შეფუთვის დიზაინი დიდწილად განსაზღვრავს პროდუქტის მიმზიდველობას, გამორჩეულობას და აუდიტორიისთვის რელევანტურობას, რაც თავისმხრივ პირდაპირ აისახება გაყიდვებსა და მარკეტინგულ მაჩვენებლებზე. შესაბამისად, შეფუთვის დიზაინის სერვისის გამოყენება ბაზარზე პროდუქტის შეტანის ერთ-ერთი ცენტრალური პროცესია ნებისმიერი კომპანიისთვის.