სოც. მედია სტრატეგია
სოციალური მედიის სტრატეგია ის დოკუმენტია, რომელიც კომპანიას ეხმარება მისი პოზიციონირების შესაბამისი სოც. მედია არხების შერჩევაში, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრაში და კონკრეტული მიზნების მიღწევაში.
დოკუმენტი მოიცავს კონტენტ კალენდრის შექმნას, კალენდრის მიხედვით მიმზიდველი შინაარსის კონტენის ნიმუშების შექმნას, პოსტების დაგეგმვას და სარეკლამო სტრატეგიის გამოყენებას მომხარებლების ჩართულობის, ბრენდის ცნობადობისა და მარკეტინგული შედეგების გაუმჯობესებისთვის.
ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი და უკვე პოზიციონირებს ონლაინ პლატფორმებზე ან ბრენდის შექმნის პროცესშია და სურს საკუთარ აუდიტორიას ამ კომუნიკაციის არხითაც ესაუბროს.
პირველი ნაბიჯი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზია, რაც გვკარნახობს გასაუმჯობესებელ მიმართულებებს, იმ შემთხვევაში თუ ბრენდი უკვე წარმოდგენილია სოც.მედია პლატფორმებზე. თუ სტრატეგიის შემუშავების შემდგომ უნდა შეიქმნას ბრენის სოც.მედია გვერდები, კვლევის შედეგი სწორად შერჩეული სოც.მედია პლატფორმები და პოზიციონირებაა. ამის შემდეგ ხდება ვიზუალური და ვერბალური სტილის შემუშავება, კონტენტ მიმართულებების (content lines) შემუშავება, სარეკლამო სტრატეგიის, ბიუჯეტის და პოტენციური შედეგების განსაზღვრა. საბოლოო ჯამში კი ყველა ეტაპის შედეგი ერთიან დოკუმენტად გარდაიქმნება.
ბრენდის სოც. მედია სტრატეგია კომპანიას ეხმარება შექმნას საკუთარი გამორჩეული ხელწერა და სტილი, იყოს წარმოდგენილი იმ პლატფორმებზე, სადაც მისი პოტენციური მომხმარებლები ყველაზე მეტ დროს ატარებენ, სწრაფად გაზარდოს ცნობადობა, აქციოს გვერდის ვიზიტორები ახალ მომხმარებლებად, არსებული მომხმარებლები კი ლოიალურ აუდიტორიად.