სოც. მედია რეკლამა
სოც. მედია რეკლამა გულისხმობს სარეკლამო კამპანიების შექმნას და განხორციელებას სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმებზე კომპანიის, პროდუქტის ან სერვისის პოპულარიზაციის მიზნით. ეს არის სტრატეგიული მიდგომა მიზნობრივ აუდიტორიაში ბრენდის ცნობადობის და ბრენდთან ინტერაქციის გასაზრდელად.
ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი, წარმოდგენილია სოც. მედია პლატფორმებზე და სურს გააუმჯობესოს ბრენდის მარკეტინგული მიზნების მიღწევის ეფექტურობა.
სოც. მედიის რეკლამირების პროცესი ჩვეულებრივ მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
- კამპანიის დაგეგმვას – კლიენტის მარკეტინგული მიზნების გააზრებას და კამპანიის სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას. (დემოგრაფიის, ინტერესების, ქცევის და სხვა შესაბამისი კრიტერიუმების იდენტიფიცირებას)
- ვიზუალურად მიმზიდველი სარეკლამო კონტენტის შექმნას, სურათების, ვიდეოების ან კარუსელის ფორმატების ჩათვლით.
- საჭირო აუდიტორიის სეგმენტირებას და ზუსტი ტარგეტის შექმნას.
- რეკლამისა და სარეკლამო კამპანიების ჩაშვებას.
- მათი მუშაობის მუდმივ მონიტორინგს, შედეგების კონტროლს.
- რეპორტინგს – დასრულებული რეკლამების შედეგების დათვლას, კონკრეტული მაჩვენებლების შეჯამებას და დასკვნების გამოტანას.
სოც. მედიის რეკლამა ძლიერი ინსტრუმენტია კომპანიის ხილვადობის, ცნობადობის, გაყიდვების და სხვა მარკეტინგული მიზნების მისაღწევად, ისე რომ გაწეული ხარჯის შედეგის დეტალური ანალიზია შესაძლებელი. ხარჯთეფექტურობა და გაზომვადობა სოც. მედიის რეკლამის ის უპირატესობებია, რომლებიც მის გამოყენებას ნებისმიერი ბრენდისთვის სასურველს ხდის.