სოც. მედია მართვა

სოციალური მედიის მართვის სერვისი ყველა იმ კომპონენტს აერთიანებს, რომლებიც საჭიროა სოციალური მედიის გვერდის/ების (Facebook, Instagram Google, Youtube, LinkedIn და სხვა) ეფექტურად და მიზანმიმართულად გამოყენებისთვის.

ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი ან მისი შექმნის პროცესშია და სურს მარკეტინგული მიზნების მისაღწევად სოციალური მედიის არხების შესაძლებლობების სრულყოფილად ათვისება.

პირველ რიგში საჭიროა არსებული სოციალური მედიის გვერდების დიაგნოსტიკა, რაც გულისხმობს პროფილების, კონტენტის სტრატეგიის, ჩართულობის დონისა და აუდიტორიის დემოგრაფიის სიღრმისეულ ანალიზს. დიაგნოსტიკის შედეგად იქმნება დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი და ხაზგასმული კომპანიის სოციალური მედიის გვერდების ძლიერი და სუსტი მხარეები, გაუმჯობესების შესაძლებლობებთან ერთად.

მომდევნო ეტაპი, სოციალური მედიის სტრატეგიის ფაილის შექმნაა, სადაც დეტალურად გაიწერება ვიზუალური და ვერბალური სტილი, სარეკლამო სტრატეგია, ბიუჯეტი, სამიზნე აუდიტორია და მოსალოდნელი შედეგები.

შემდეგი ნაბიჯი სოციალური მედიის მართვაა. დიაგნოსტიკის და სტრატეგიის საფუძველზე, ჯინჯერსი იწყებს გვერდების მენეჯმენტს.

მართვა მოიცავს კონტენტ კალენდრის შექმნას, კონტენტის შექმნას, პოსტების დაგეგმვას, აუდიტორიის მართვას, კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგს.

მართვაში შედის ასევე სარეკლამო სტრატეგიის რეალიზებაც: ხდება შეთანხმებული პრიორიტეტების და ბიუჯეტის მორგება თითოეული პოსტისთვის, იქმნება სამიზნე მომხარებლების სია, იმართება რეკლამა და ხდება გაანალიზებული შედეგების დამკვეთისთვის გაცნობა.

რადგან, სოციალური მედიის სერვისი განგრძობადი სერვისია და არა ერთჯერადი, ყოველი თვის ბოლოს ხდება შესრულებული სამუშაოს ანალიზი. დამკვეთი კი იღებს რეპორტს, რომელშიც შეჯამებულია გვერდების სტატისტიკური მონაცემები, როგორებიცაა მოცვა, ჩართულობა, ცნობადობა და სხვა. რეპორტის საფუძველზე ხდება მიზნების მოდიფიკაცია, რათა გაუმჯობესდეს სამომავლო შედეგები და დინამიკა.

სოციალური მედიის სერვისი უმარტივებს კომპანიებს პოპულარულ პლატფორმებზე თანმიმდევრულ პოზიციონირებასა და სამიზნე აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას. აქტივობისა და მიღებული მონაცემების შედეგად ბრენდებს აქვთ წვდომა უახლეს ინფორმაციაზე, რომელიც მათ მარკეტინგული მიზნების ეფექტურად მიღწევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.