საკომუნიკაციო სტრატეგია/მარკეტინგული სტრატეგია

როგორც ნებისმიერი სხვა სტრატეგია, საკომუნიკაციო/მარკეტინგული სტრატეგიაც ხედვის, გეგმების და მიზნების სახელმძღვანელოა კომპანიისთვის. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში დოკუმენტის ყველა ასპექტი, ბრენდსა და მის მომხმარებლებს ან ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის კომუნიკაციას არეგულირებს. საკომუნიკაციო/მარკეტინგული სტრატეგია აერთიანებს კომუნიკაციის მიზნებს, ტონს, კონცეფციებს, მესიჯებს, საკომუნიკაციო არხებს, KPI-ებს, ბიუჯეტირებას, და ყველა იმ დეტალს, რომელთა განთვალისწინებაც აუცილებელია ბრენდის სახელით საუბრისას.

ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვისაც აქვს ბრენდი და სურს კომუნიკაცია ბიზნესის წარმატების ერთ-ერთ მთავარ იარაღად აქციოს.

ირველ რიგში ხდება არსებული მდგომარეობის შესწავლა და ბრენდის მმართველი გუნდისგან პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მიღება.

კომპანიის მიზნების და მისი მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირების და ანალიზის შემდეგ იქმნება კონცეფციები.

საუკეთესო კონცეფციის ბრენდის მმართველი გუნდისთვის წარდგენისა და უკუკავშირის დამუშავების შემდგომ კი დოკუმენტი საბოლოო სახეს იღებს.

ბრენდის რეპუტაციასა და ავტორიტეტზე დიდ გავლენას ახდენს თანმიმდევრული და მიზანმიმართული კომუნიკაცია. სტრატეგიის გარეშე, ყოველ მოცემულ მომენტში მიღებული წერტილოვანი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად ზრდის იმიჯის დაზიანების, შეცდომების დაშვების და არაეფექტურობის რისკს. შესაბამისად, ყოველთვის უმჯობესია, კომუნიკაცია ყურადღებით შეგროვებულ მნიშვნელოვან მონაცემებსა და კომპანიის ხედვას ეყრდნობოდეს.