ლოგო
ლოგო არის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც წარმოადგენს კომპანიის, პროდუქტის, ან სერვისის პირველად მანიშნებელს. ეს არის ბრენდის ვიზუალური იდენტობის მთავარი კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს აუდიტორიის მიერ ბრენდის აღქმასა და ამოცნობას. სახელის მსგავსად, ლოგოც ის საწყისი ინფორმაციაა, რომლითაც ბრენდი პოტენციურ მომხმარებელს ეცნობა. სწორედ ამიტომ მის შექმნას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა.
ლოგო გამოიყენება ბრენდის იდენტობის, ღირებულებების და შეთავაზების არსის გადმოსაცემად. ამიტომ კარგად შემუშავებულ გამოსახულებას შეუძლია ემოციების გამოწვევა, ბრენდის შინაარსის კომუნიკაცია და პოზიტიური ასოციაციის შექმნა სამიზნე აუდიტორიაზე.
ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვინც ბრენდის შექმნის ან განახლების პროცესშია და სურს იგი ადვილად ამოცნობადი და დასამახსოვრებელი გახადოს.
ლოგოს შექმნის პროცესი იწყება კომპანიის, კონკურენტების, ბაზრის და კულტურის კვლევით. მონაცემების შეგროვების შემდეგ, სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით დგება პოტენციური ლოგოების ერთიანი დაფა. კომპანიის მმართველ ჯგუფს ვაცნობთ საუკეთესო ვარიანტებს და ვარჩევთ საბოლოოს.
ლოგო ბრენდის ვიზუალური იდენტობის წამყვანი ელემენტია, რომელსაც უდიდესი როლი აქვს არამხოლოდ მარკეტინგული მიმართულებით, არამედ ზოგადად. არ არსებობს ბრენდი ლოგოს გარეშე და შესაბამისად მისი შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროცესია.